Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიის ოპოზიციის ლიდერი რაილა ოდინგა


კენიის ოპოზიციის ლიდერი რაილა ოდინგა მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, როგორც აუცილებელ ნაბიჯს

კენიის ოპოზიციის ლიდერი რაილა ოდინგა მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, როგორც აუცილებელ ნაბიჯს
ქვეყანაში წარმოქმნილი კრიზისის დარეგულირებისთვის. დღეს, ოდნავ უფრო ადრე, პრეზიდენტმა მვაი კიბაკმა გამოხატა მზადყოფნა, ჩამოაყალიბოს "ეროვნული ერთობის მთავრობა", რათა ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებული დაპირისპირება აღმოიფხვრას. ასეთი განცხადება კაბაკიმ გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ჯენდაი ფრეიზერთან საუბრისას. კენიაში დეკემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. არჩევნების შედეგად გამოწვეული არეულობის პროცესში კენიის მასშტაბით სულ ცოტა 300 ადამიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG