ირანმა დღეს გააკრიტიკა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ
მომავალი კვირისთვის დაგეგმილი ტურნე ახლო აღმოსავლეთში. თეირანი ფიქრობს, რომ ეს არის ჩარევა რეგიონის სახელმწიფოების ურთიერთობებში. ჯორჯ ბუში ოთხშაბათს ესტუმრება ისრაელს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის მუჰამედ ალი ჰოსეინის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის მიზანს "პროპაგანდა" წარმოადგენს. გავრცელებული ცნობით, ჯორჯ ბუში აპირებს ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს განუმარტოს, რომ თეირანის მიერ 2003 წელს შეჩერებული ბირთვული იარაღის პროგრამა კვლავაც სახიფათოა, რადგანაც ის შეიძლება ნებისმიერ დროს განახლდეს.