Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთში


ბრიტანეთის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთში თავისი თანამშრომლების ბედის გამო.

ბრიტანეთის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთში თავისი თანამშრომლების ბედის გამო.
საბჭოს ცნობით, მისი ორი რეგიონული ოფისის რუსი თანამშრომლები უშიშროების სამსახურში დაკითხეს, ხოლო ერთ-ერთი ბრიტანელი მუშაკი - მოკლე ხნით დაკავებული იყო. ეს უკანასკნელი, სტივენ კინოკი, ბრიტანეთის საბჭოს პეტერბურგის ოფისს ხელმძღვანელობს და ბრიტანეთის საბჭოს თავმჯდომარე ნილ კინოკის შვილია. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, სტივენ კინოკი დააკავეს არაფხიზელ მდგომარეობაში მაქანის მართვის გამო. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დევიდ მილიბენდის განცხადებით, მიუღებელია რუსეთში ბრიტანეთის საბჭოს მუშაკების ნებისმიერი სახის დევნა-შევიწროვება. ამ ინციდენტის ფონია მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობაში დაძაბულობა.
XS
SM
MD
LG