Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

64 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი


64 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მოჭადრაკე, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ბობი ფიშერი.

64 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მოჭადრაკე, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ბობი ფიშერი.
ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა რეიკიავიკის საავადმყოფოში. ფიშერი იყო ჭადრაკში მსოფლიოს პირველი და, ჯერ-ჯერობით, უკანასკნელი ამერიკელი ჩემპიონი. მან 1972 წელს დაამარცხა საბჭოთა მოჭადრაკე ბორის სპასკში სწორედ რეიკიავიკში გამართულ ფინალში. მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ ფიშერი მალე გამოეთხოვა პროფესიულ ტურნირებს და უარი თქვა ჩემპიონის ტიტულის დაცვაზე. 2005 წლიდან ბობი ფიშერი ისლანდიის მოქალაქე იყო.
XS
SM
MD
LG