Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი მოუწოდებს თეირანს, განაახლოს მოლაპარაკებები


ჩინეთი მოუწოდებს თეირანს, განაახლოს მოლაპარაკებები მსოფლიო თანამეგობრობასთან, რათა მოხერხდეს ბირთვულ პროგრამასთან

ჩინეთი მოუწოდებს თეირანს, განაახლოს მოლაპარაკებები მსოფლიო თანამეგობრობასთან, რათა მოხერხდეს ბირთვულ პროგრამასთან
დაკავშირებული კონფლიქტის ამოწურვა. ირანის მთავარი წარმომადგენელი ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებში საედ ჯალილი ჩინეთში ვიზიტისას ცდილობდა მოეპოვებინა პეკინის მხარდაჭერა, რათა თეირანმა თავიდან აიშოროს გაეროს ახალი სადამსჯელო სანქციები. იმავე სანქციების აუცილებლობაში პეკინის დარწმუნებას ცდილობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ნეგროპონტე, რომელიც ასევე იმყოფებოდა ჩინეთში. ჩინეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის.
XS
SM
MD
LG