იქნებოდა ეს ტელეკომპანია ”იმედის” საკითხი თუ, მოგვიანებით, წინასაარჩევნო პერიოდი, თავად არჩევნები და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობა. სემნები ფიქრობს, რომ საქართველომ შეძლო ღრმა კრიზისიდან გამოსვლა, თუმცა კარგად ესმის არსებული ვითარების სიმყიფე და აუცილებლად მიაჩნია უახლოესი წარსულის გაკვეთილების გათვალისწინება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საზოგადოებრიობის მაქსიმალურად ფართო სპექტრის ჩართვაში მდგომარეობს. საპრეზიდენტო არჩევნების ნეგატიური მხარე, სემნების აზრით, არის ის, რომ ქვეყანა გაყოფილია; დადებითი მხარე კი ის, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება კონკურენტული და სიცოცხლისუნარიანია. დღეს საშუალება მომეცა რამდენიმე შეკითხვით მიმემართა პეტერ სემნებისთვის. გთავაზობთ საუბრის ჩანაწერს:
- არჩევნების დღის შემდეგ ოპოზიცია ითხოვს მეორე ტურს. მეორე მოთხოვნა შეეხებოდა ხმების გადათვლას. რამდენადაც ცნობილია, ოპოზიციამ თქვენს ოფისს გადასცა თავის ხელთ არსებული ინფორმაცია არჩევნების შედეგების შესახებ. რასაკვირველია, მთავრობამ უარი თქვა გადათვლაზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ უკეთესი იქნებოდა ეს გაკეთებულიყო? თქვენ აღნიშნეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი უარყოფითი ასპექტი არის ის, რომ საზოგადოება ერთგვარად გაყოფილია.
- მე ნამდვილად არ მინდა შევუდგე იმაზე მსჯელობას, რისი გაკეთება იქნებოდა უკეთესი განვლილი დროის გარკვეულ მომენტებში. მირჩევნია წინ ვიყურო და კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ საქართველოს აქვს წინსვლისა და საპრეზიდენტო არჩევნებისას წამოჭრილი საკითხების გამოსწორების შესანიშნავი შესაძლებლობა საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც საკმაოდ მალე ჩატარდება. ვფიქრობ, საერთაშორისო შეფასებები ძალიან ნათელია. არის როგორც ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ასევე სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ბევრი ანგარიში (მათ შორის - საპარლამენტო ასამბლეებისა, რომელთა წარმომადგენლებიც ეუთოს ჯგუფში შედიოდნენ, მაგრამ თავიანთი კომენტარებიც გააკეთეს). თუ ერთად შევკრებთ, ეს კომენტარები იძლევა არჩევნების ძალიან ნათელ სურათს, რომ, ერთი მხრივ, ის იყო ჭეშმარიტად კონკურენტული. მეორე მხრივ კი, წარმოჩნდა, რომ იყო რიგი ხარვეზებისა, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს. ეს ხარვეზები სერიოზული იყო, მაგრამ არ იყო ისეთი ხასიათის, რომ თავდაყირა დაეყენებინა ან უარეყო არჩევნების ლეგიტიმურობა, როგორც ასეთი.
- როდესაც ლეგიტიმურობას ახსენებთ, შედეგებს გულისხმობთ? რადგან ეს სამი პროცენტი დაახლოებით 50 ათასი ხმის ფარგლებშია და ოპოზიციისთვის აქვს აზრი, რომ იკამათოს ამ სამ პროცენტზე.
- იცით, სამი თუ სამ-ნახევარი პროცენტი არის(!) სხვაობა, რომელიც, იმავე საერთაშორისო სტანდარტებით (თუკი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებზე ვლაპარაკობთ), არ არის მცირე. ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა. ეს ასევე არის იმის დასტური, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა საეჭვო არ არის. ჩვენს ხელთ არსებულ არაერთ ანგარიშსა და განცხადებაში საკმაოდ ნათლად არის წარმოჩენილი ამ არჩევნების ხარვეზები და არის მათი გამოსწორების მოლოდინი. ეს კი იმის წყალობით მოხდა, რომ საერთაშორისო მეთვალყურეები ძალიან ძლიერად იყვნენ წარმოდგენილი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ვითარება ძალიან განსხვავებული იქნებოდა, რომ არა ასეთი მასობრივი ყურადღება არჩევნების მიმართ. ჩვენ არ გვექნებოდა ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რისი გაკეთებაა საჭირო შემდეგ არჩევნებამდე. საფუძველი, რომელსაც ჩვენი პოზიცია, ჩვენი რეკომენდაციები ემყარება, ბევრად სუსტი იქნებოდა.
- არის თუ არა რაიმე მექანიზმი, რომლითაც ევროკავშირი დაეხმარებოდა ან მეთვალყურეობას გაუწევდა ამომრჩეველთა სიის რეალურად სრულყოფის პროცესს საქართველოში?
- ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი მოსაგვარებელი საკითხი. ძალიან ადრეა იმის თქმა, როგორ შეძლებს ევროკავშირი ამის ხელშეწყობას. მეორე - ასევე ერთგვარად ტექნიკური ხასიათის - ასპექტი, რომელიც აგრეთვე საჭიროებს გამოსწორებას, არის ის, თუ როგორ ჯამდება ამომრჩეველთა ხმები. ესეც სუსტი მხარეა. მე ვახსენე აგრეთვე გარემო, რომელშიც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა და ის გამოსასწორებელია. ჩვენ ვსაუბრობთ აგრეთვე საარჩევნო კომისიების მომზადების საკითხზე (როგორც უბნების, ისე სხვა დონეებზე). შესაძლოა, კარგი ყოფილიყო ადგილობრივ მეთვალყურეთა დამატებითი მომზადებაც. პირადად მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მეცადინეობა საარჩევნო უბნების წევრებისა და მეთვალყურეებისთვის პარალელურად უნდა ტარდებოდეს. ისინი ერთი სტანდარტით უნდა მუშაობდნენ. ერთს უნდა ესმოდეს მეორე რას აკეთებს.
- თქვენ ბრძანეთ, რომ ერთ-ერთი სუსტი მხარე იყო ამომრჩეველთა ხმების დათვლა და შეჯამება. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სისუსტე? ბევრისთვის საინტერესოა, ხომ არ მოახდენდა ეს ზეგავლენას არჩევნების შედეგებზე. რა ტიპის იყო ეს სისუსტე, რას გულისხმობთ - მათ არ შეეძლოთ ერთი-ორი-სამის დათვლა, არ სურდათ კარგად დაეთვალათ თუ დათვლის სისტემა არ ვარგა?
- ვინაიდან მე არ ვარ ამგვარი ტექნიკური საკითხების ექსპერტი, არ შემიძლია ახლა ზუსტად გითხრათ რა არის გასაკეთებელი. მაგრამ ისე მოჩანს, რომ ხმების დათვლის სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე და საკმარისად მარტივი იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პრობლემები და უთანხმოება. სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე და მარტივი იმისათვის, რომ ყველა, ვინც მასში მონაწილეობს, კარგად ესმოდეს ის; იმისათვის, რომ მეთვალყურეებისა და ამომრჩევლებისთვისაც ყველაფერი იყოს ნათელი, რომ ჰქონდეთ ნდობა სისტემის მიმართ. არსებობს მრავალფეროვანი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც შესაძლებელია შემდეგი არჩევნებისთვის. დათვლისა და შეჯამების სისტემის სრულყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვინმეს ნდობის გასამყარებლად, არამედ ეს არის ტექნიკური საკითხი, რომლის მოგვარებაც შეამცირებდა მანიპულაციის საფრთხეს და მოხსნიდა ეჭვებს ამის თაობაზე.
- დაბოლოს, ერთი შეკითხვა კომპანია ”იმედის” შესახებ: თქვენ ძალიან აქტიურად მონაწილეობდით ამ ტელეარხის ეთერში დაბრუნების პროცესში. ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება ახლა ”იმედში”? ბუნებრივია, ამ ვიზიტისასაც დაინტერესდებოდით ამ საკითხით.
- ამ დროისთვის მე არ ვფლობ იმ სახის ინფორმაციას, რომელზე კომენტირებისასაც თავდაჯერებული ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ საკითხები, რომელთა დიდი ნაწილი ახლა კომერციული ხასიათის არის, გადაიჭრება. ვფიქრობ, რომ ”იმედმა” კვლავაც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ქართულ მედიაგარემოში და ვიმედოვნებ, რომ ის დაბრუნდება ეთერში.