Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენში გრძელდება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი


მიუნხენში გრძელდება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

მიუნხენში გრძელდება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
რუსეთი გამოვიდა ინიციატივით, შემუშავდეს სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის ახალი გლობალური ხელშეკრულება. ამ საკითხზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის ვიცე-პრემიერი, სერგეი ივანოვი: "არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც მოეპოვება ბირთვული იარაღი და კიდევ უფრო მეტი ქვეყანა, რომლებიც სერიოზულ სარაკეტო შეიარაღებას ფლობენ. მათ ყველამ და არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა უნდა გაინაწილონ პასუხისმგებლობა სტრატეგიული სტაბილურობის შესანარჩუნებლად. დარწმუნებული ვარ, რომ შერთებული შტატები და რუსეთი ლიდერები უნდა იყვნენ ახალი წესების შექმნაში, უფრო მკაცრი წესებისა, რომლებიც შეეხება მასობრივი განადგურების იარაღსა და სარაკეტო შეიარაღებას," თქვა სერგეი ივანოვმა. ივანოვმა დღეს მიუნხენის კონფერენციაზე ისაუბრა კოსოვოს პრობლემაზეც. მისი თქმით, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ევროპაში პანდორას ყუთის გახსნის ტოლფასი იქნება. ივანოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვს სურს, დარჩეს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რათა პრიშტინის ქმედებით არ შეიქმნას პრეცედენტი.
XS
SM
MD
LG