Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ თავი


კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ თავი შეიკავა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან,

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ თავი შეიკავა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან,
თუ როდის აპირებს დამოუკიდებლობის გამოცხადებას სერბიის პროვინცია. მისი თქმით, კოსოვოს "საკუთარი გეგმები" აქვს. მანამდე გავრცელებული ცნობების მიხედვით, პროვინცია დამოუკიდებლობის გამოცხადებას 17 თებერვალს აპირებდა. მას შემდეგ, რაც კოსოვო ამ ნაბიჯს გადადგამს, მის სუვერენიტეტს დაუყოვნებლივ აღიარებს შეერთებული შტატები და ევროკავშირის არაერთი ქვეყანა. რუსეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება. ბელგრადი არასოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას – ასეთი განცხადებით მიმართა სერბიამ გაეროს უშიშროების საბჭოს, რომელმაც 14 თებერვალს საგანგებო შეხვედრა გამართა კოსოვოს თემაზე. სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვუკ იერემიჩის თქმით, ბელგრადი გამოიყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ, პოლიტიკურსა თუ ეკონომიკურ ხერხს, რათა წინ აღუდგეს სერბიისგან კოსოვოს გამოყოფას. თუმცა მინისტრი ძალის გამოყენებას, სერბიის სხვა ხელისუფალთა მსგავსად, გამორიცხავს. დღეს გაიმართა სერბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის ბორის ტადიჩის ინაუგურაცია. ტადიჩი კოსოვოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG