დღეს ერევანში გამართულ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 25 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ოპოზიციის მომხრეები აპროტესტებენ სომხეთში 19 თებერვალს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარქისიანმა გაიმარჯვა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ოპოზიციონერ ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სარქისიანმა ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 53 პროცენტი მიიღო, ხოლო ტერ-პეტროსიანმა – 21,5 პროცენტი. ეუთოს მეთვალყურეთა მისიის შეფასებით, არჩევნები ძირითადად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.