Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, გზის პირას


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ ხუთი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ ხუთი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა
პროვინცია ხოსტში. რეიტერის სააგენტო ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლუთფულა ბაბაქარხეილზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხუთი პოლიციელი, რომელიც ყველა ერთი ოჯახის წევრი იყო, დისტანციური მართვის ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ხოსტის ოლქ საბრიში, რომელიც პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ბაბაქარხეილმა აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა თალიბანს დააკისრა.

XS
SM
MD
LG