Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში 14 მარტს ჩატარებული საპარლამენტო


ირანში 14 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით,

ირანში 14 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით,
კვლავაც ლიდერობენ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მომხრე რადიკალი კონსერვატორები. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ უკვე მოიპოვეს 67 სადეპუტატო მანდატი. ზომიერი კურსის მომხრე კონსერვატორებს ირანის პარლამენტში ჯერჯერობით - 46, ხოლო რეფორმატორებს 30 ადგილი ხვდათ წილად. დარჩენილ 42 მანდატს გადაინაწილებენ დამოუკიდებელი კანდიდატები, რომელთა პოლიტიკური შეხედულებები დაუზუსტებელია. ირანის საკანონმდებლო ორგანოში, მეჯლისში, სულ 290 ადგილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 14 მარტს დაახლოებით 60 პროცენტი შეადგინა. რეფორმატორთა ლიდერებისა და დამოუკიდებელი მეთვალყურეების დასკვნით, კენჭისყრის პროცესი არ იყო სამართლიანი, რადგანაც ბევრ რეფორმატორს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა. ევროკავშირის შეფასებით, 14 მარტის არჩევნები ირანში არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ორგანიზაციის დასკვნით, კენჭისყრის პროცედურა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.
XS
SM
MD
LG