Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ავიაკომპანია "აეროფლოტი" დღეს დასახელდა


რუსეთის ავიაკომპანია "აეროფლოტი" დღეს დასახელდა იტალიის ავიაკომპანია “ალიტალიის” შესაძლო პარტნიორად.

რუსეთის ავიაკომპანია "აეროფლოტი" დღეს დასახელდა იტალიის ავიაკომპანია “ალიტალიის” შესაძლო პარტნიორად.
"ალიტალია" მძიმე საფინანსო კრიზისს განიცდის. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული სილვიო ბერლუსკონის თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას წამოჭრა საკითხი, რომ "აეროფლოტმა", შესაძლოა, გარკვეული როლი შეასრულოს "ალიტალიის" ფინანსურ გადარჩენაში. პუტინმა კი იტალიაში ბერლუსკონისთან დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ "აეროფლოტი" მზად არის, ისევ შეუდგეს მოლაპარაკებას "ალიტალიასთან". სხვა დეტალები ცნობილი არ არის. პუტინი სარდინიაზეა ჩასული პოლიტიკურ მოკავშირე ბერლუსკონისთან შესახვედრად მას შემდეგ, რაც ლიბიაში ვიზიტი დაასრულა.
XS
SM
MD
LG