Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის დედაქალაქში დღეს ოლიმპიური


ჩრდილოეთი კორეის დედაქალაქში დღეს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა გაიმართა.

ჩრდილოეთი კორეის დედაქალაქში დღეს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა გაიმართა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიური ჩირაღდანი ამ კომუნისტურ ქვეყანაში ჩაიტანეს. ფხენიანში დღეს გამართულ ცერემონიას ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს - მათ შორის ბევრს ხელში ჩინეთის დროშა ეჭირა. ესტაფეტამ მშვიდად ჩაიარა, ვინაიდან ჩრდილოეთი კორეის მთავრობა ჩინეთის მოკავშირეა. ამასთან, ფხენიანი პროტესტის ყველანარის გამოვლინებას ახშობს. ევროპაში, შეერთებულ შტატებში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში გამართულ წინა ესტაფეტებს თან საპროტესტო აქციები სდევდა. აქციების მონაწილეები აპროტესტებდნენ ჩინეთის მიერ ტიბეტის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას, და ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევას. ოლიმპიური თამაშები პეკინში აგვისტოში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG