Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პარლამენტმა მოიწონა სიტყვის თავისუფლების


თურქეთის პარლამენტმა მოიწონა სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა.

თურქეთის პარლამენტმა მოიწონა სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა.
ეს კანონი აქამდე გამოიყენებოდა ასობით მწერლის, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატ ორჰან პამუკის დევნისთვის "თურქობის" შეურაცხყოფის გამო. ახალი კანონით "თურქობის" შეურაცხყოფა აღარ დაისჯება, სამაგიეროდ დანაშაულად რჩება თურქეთის ქვეყნის შეურაცხყოფა. მწერლები და აქტივისტები მიიჩნევენ, რომ კანონში ამგვარი ცვლილებები საკმარისი არ არის. ამ აზრს ეთანხმება ევროპის კავშირიც. ბრიუსელის თანახმად, სიტყვის თავისუფლებაზე აკრძალვების მოხსნა ხელს შეუწყობდა ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების წარმატებას.

XS
SM
MD
LG