Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი აცხადებს, რომ 12 მაისის


ჩინეთი აცხადებს, რომ 12 მაისის ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 51, 000-ს გადააჭარბა.

ჩინეთი აცხადებს, რომ 12 მაისის ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 51, 000-ს გადააჭარბა.
დაკარგულია 29, 000 ადამიანი. ოთხი ათასზე მეტი ბავშვი დაობლდა. ჩინეთის ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის სამ მილიონზე მეტი კარავი ესაჭიროებათ. პარალელურად, დღეს დასრულდა მიწისძვრის მსხვერპლთა პატივსაცემად მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული სამდღიანი გლოვა, და განახლდა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა. ჩირაღდანს მიწისძვრით დაზარალებულ სეჩუანის რეგიონშიც ჩაიტანენ - თუმცა ეს ახლო მომავალში არ არის დაგეგმილი. ჩირაღდანი სეჩუანში მხოლოდ აგვისტოში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩავა.
XS
SM
MD
LG