საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ერეკლე ტრიპოლსკიმ
თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. მიზეზად მან ის დაასახელა, რომ მოქმედი კანონმდებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს ერთპიროვნული მართვის უფლებას ანიჭებს, სამეურვეო საბჭოს კი - რეალური მართვის საშუალებას არ აძლევს.
[ტრიპოლსკის ხმა]: ”დღეს ვიხსნი ჩემს უფლებამოსილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან, და საბჭოს წევრობიდანაც გადავდგები. მინდა, ჩემი ეს ნაბიჯი არ იქნას საზოგადოების მხრიდან გაგებული არასწორად, როგორც პასუხისმგებლობისათვის თავის არიდება, და მაუწყებლის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის საქმისგან ჩამოცილება. უბრალოდ, დავრწმუნდი, რომ საზოგადოების წინაშე ჩემს მიერ ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად განხორციელება არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებელია.” (სტილი დაცულია) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით მისი მოადგილე ლევან გახელაძე შეასრულებს.