Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი რუსეთთან


საფრანგეთი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი რუსეთთან

საფრანგეთი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი რუსეთთან
სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმებას 2008 წლის ბოლომდე შესძლებს. ასეთი განცხადებით გამოვიდა საფრანგეთის პრემიერ მინისტრი, ფრანსუა ფილონი, რუსეთის პრემიერ მინისტრთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პარიზში. პირველ ივლისს საფრანგეთი ექვსი თვის ვადით ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. კვირის დასაწყისში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თანხმობა განაცხადეს მოსკოვთან მოლაპარაკების დაწყებაზე პარტნიორობის და თანამშრომლობის ახალი შეთანხმების შესახებ - რომელიც ენერგეტიკის, ვაჭრობის, და პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროებს მოიცავს. შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკების დაწყებას 18 თვის განმავლობაში აფერხებდა რუსეთსა და ევროკავშირის აღმოსავლელ წევრებს შორის არსებული უთანხმოება.
XS
SM
MD
LG