Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში მოგზაურობას განაგრძობს საქართველოს საგარეო


ევროპაში მოგზაურობას განაგრძობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი.

ევროპაში მოგზაურობას განაგრძობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი.
დღეს იგი ბრიუსელიდან იტალიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გლობალური უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. კონფერენცია 20-22 ივნისს რომში ჩატარდება. ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკო ფრატინისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ტურნეს ფარგლებში მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს, აგრეთვე, საფრანგეთსა და გერმანიაში, ხოლო 25 ივნისს მონაწილეობას მიიღებს საქართველოს "ახალ მეგობართა ჯგუფის" წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც პოლონეთში გაიმართება.
XS
SM
MD
LG