Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საპრეზიდეტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის


აშშ-ის საპრეზიდეტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის

აშშ-ის საპრეზიდეტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის
კანდიდატის ბარაკ ობამას თანახმად, თუკი მას პრეზიდენტად აირჩევენ, ერაყიდან აშშ-ის ჯარს 2010 წლის შუაში გაიყვანს.
მისივე დაპირებით, განუსაზღვრელი ვადით დარჩება ერაყში “ალ ყაიდის” წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარის ნაწილი. ობამასვე თანახად, ის არ შეეცდება ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექნას და მიესალმა ერაყის პრეზიდენტის ალ მალიკის მოწოდებას, ერაყიდან აშშ-ის ჯარის გასვლის განრიგის შექმნისკენ.

ბარაკ ობამა აპირებს პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სტუმრობას. პალესტინელთა თანახმად, ის 23 ივლისს ჩავა რამალაში და პალესტინელთა ლიდერს მაჰმუდ აბასს შეხვდება. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ეწვევა ისრაელს, ასევე ევროპის ქვეყნებსაც. რესპუბლიკელი კანდიდატი ჯონ მაკკეინი ისრაელში ასევე ჩავიდა, მარტში, მაგრამ პალესტინელებს არ შეხვედრია.
XS
SM
MD
LG