Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პოლიციამ 30 წლის ქართველი


საბერძნეთის პოლიციამ 30 წლის ქართველი მამაკაცი დააკავა,

საბერძნეთის პოლიციამ 30 წლის ქართველი მამაკაცი დააკავა,
რომელიც ეჭვმიტანილია პოპულარული სატელევიზიო მსახიობის, ნიკოს სერგიანოპულოსის მკვლელობაში. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა, რომლის თითის ანაბეჭდებიც მკვლელობის ადგილას იქნა აღმოჩენილი, დანაშაული უკვე აღიარა, და განაცხადა, რომ მსხვერპლმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. რამდენიმე ბერძნული ტელესერიალის ვარსკლავი, 56 წლის სერგიანოპულოსი ათენში, საკუთარ ბინაში 4 ივნისს მოკლული იპოვა დამლაგებელმა. მსახიობს დანით მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
XS
SM
MD
LG