Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა დღეს გამოაცხადეს


დიდი შვიდეულის ქვეყნებმა დღეს გამოაცხადეს, რომ მზად არიან, საქართველოს რუსეთთან

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა დღეს გამოაცხადეს, რომ მზად არიან, საქართველოს რუსეთთან
კონფლიქტის შემდეგ დაეხმარონ ეკონომიკის აღდგენაში. დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას. დიდ შვიდეულში შედიან შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა. რუსეთი დიდ შვიდეულთან ერთად გლობალურ საკითხებზე მოლაპარაკებებში იღებს ხოლმე მონაწილეობას ე.წ. დიდი რვიანის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG