რუსეთმა წინა წლებში რამდენჯერმე მართლაც მოახერხა საქართველოსთვის გზა გადაეჭრა იარაღის ევროპული ბაზრისაკენ. 90-იან წლებში საქართველოსთვის იარაღის მიწოდების ემბარგო ჰქონდა დაწესებული ამერიკის შეერთებულ შტატებსაც.
ქვეყნებთან, სადაც დიქტატორული რეჟიმები ან შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხე არსებობს, დასავლეთის სახელმწიფოები იარაღით არ ვაჭრობენ. სამაგიეროდ, ასეთ ქვეყნებთან ყოველთვის წარმატებით ვაჭრობდა და ვაჭრობს რუსეთი. ქართულ-რუსული ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე რუსეთი სწორედ ტერორისტულ ორგანიზაცია ”ჰამასისთვის” იარაღის მიწოდების მუქარით ცდილობდა იძულებული გაეხადა ისრაელი შეეწყვიტა საქართველოსთან ვაჭრობა. თუმცა ფაქტია, რომ ისრაელმა ბოლომდე მიიყვანა საქართველოსთან ხელმოწერილი პროექტები. სწორედ ისრაელისგან შეძენილი ლარ-160 ტიპის შორსმსროლელი საარტილერიო სისტემები და ისრაელის სპეციალისტების მიერ მოდერნიზებული რუსული ტანკები უქმნიდნენ პრობლემას რუსეთის 58-ე არმიას ცხინვალის მისადგომებთან ბრძოლების დროს. როგორც პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე,დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”საქართველო ნატოში”, ამბობს, შემდგომშიც ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთმა შეძლოს მიაღწიოს საერთაშორისო ემბარგოს საქართველოსთან იარაღით ვაჭრობის საკითხში:
[შალვა ფიჩხაძე] ”ევროპის კავშირის ქვეყნებისაგან, მე რამდენადაც ვიცი, ჩვენ იარაღს არ ვყიდულობთ. უკრაინისგან ვყიდულობდით, ჩეხეთიდან რაც საყიდელი იყო, ვიყიდეთ. ასევე ისრაელისაგან ყიდულობდნენ. ჰოდა, იარაღის ბაზარი ისეთია, რომ, სურვილი იყოს და ფული და, ყველაფერს იყიდი. ”(სტილი დაცულია)
ქართველი ექსპერტების თქმით, რუსეთი ასევე ვერ აიძულებს უკრაინის მთავრობას შეწყვიტოს იარაღით ვაჭრობა საქართველოსთან. თუმცა ამგვარი ზომების გატარებას კრემლი რომ ყველა დიპლომატიური ძალის გამოყენებით შეეცდება, ეს პირველ სექტემბერს მოსკოვის საერთაშორისო ინსტიტუტში გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. გაზეთ ”კვირის პალიტრის” სამხედრო ექსპერტი იხსენებს 90-იანი წლების დასაწყისს, როდესაც რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა იარაღის მიწოდება საქართველოსათვის. თუმცა, როგორც ირაკლი ალადაშვილი ვარაუდობს, რუსეთს არ შეუძლია რომელიმე ქვეყანას აუკრძალოს საქართველოსთვის იარაღის მიწოდება - თანაც, იმ პირობებში, როდესაც თავად რუსეთი ყიდის იარაღს და საბრძოლო მასალებს ტერორისტულ რეჟიმებზე, რომლებთანაც კონტაქტს გაერო კრძალავს:
[ირაკლი ალადაშვილი] ”ყველამ იცის, რომ სწორედ რუსეთმა შეაიარაღა სეპარატისტები როგორც ცხინვალში, ისე აფხაზეთში. მეორეც, საქართველო თანამშრომლობს მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანასთან, იმავე ნატოს წევრ ქვეყნებთან. და ჩვენი თანამშრომლობა სხვანაირად გამორიცხულია, თუ არ იქნება საბრძოლო საჭურვლისა და შეიარაღების გადმოცემა.”
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დირექტორი ლევან ცუცქირიძეც დარწმუნებულია, რომ რუსეთი არათუ იარაღის ემბარგოს დაწესებას ვერ შეძლებს, არამედ გამოიწვევს უკურეაქციას იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ცოტა ხნის წინ გმობდნენ რუსეთის მიერ საქართველოს სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის განადგურების ფაქტებს:
[ლევან ცუცქირიძე] ”მე ვფიქრობ, რომ მათი ეს განცხადება, ალბათ, უფრო უკურეაქციას გამოიწვევს და უფრო გააძლიერებს იმ გაღიზიანებას, რაც უკვე არსებობს რუსეთის მიმართ, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს უფრო არის პოლიტიკური განცხადება და ამ ეტაპზე მე ვხედავ, თუ რა ტიპის ეფექტი შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდეს.”(სტილი დაცულია)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კიდევ უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ უთხრა რადიო ”თავისუფლებას”, სულ მალე საქართველოს სამხედრო პოტენციალის აღდგენა იგეგმება და ამ პროცესს ამერიკის შეერთებული შტატები უხელმძღვანელებს:
[ბათუ ქუთელია] ”უკვე იყო ეუკომი(შეერთებული შტატების ევროპის სამხედრო სარდლობა) ჩამოსული. ახლა უკვე კონკრეტულ სამუშაო ჯგუფებს ველოდებით სექტემბრის პირველ რიცხვებში, სადაც მოხდება კონკრეტულად შეფასება მიყენებული ზარალის. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოხდება უკვე შესაძლებლობების განვითარება და ძალიან აქტიური მუშაობა მიდის ამასთან მიმართებაში.”(სტილი დაცულია)
ერთი კვირის წინ ამერიკულ გამოცემა ”უოლ სტრიტ ჯორნალში” დაიბეჭდა აშშ-ის სენატის წევრების ჯო ლიბერმანისა და ლინდი გრეჰემის სტატია, რომელშიც სენატორები აცხადებენ, რომ საქართველო აშშ-ისგან ”ჰაერსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სხვა სისტემებს მიიღებს”.