Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ ტელეკომპანია


კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ ტელეკომპანია "მაესტროს" სარჩელის განხილვა დასრულდა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ ტელეკომპანია "მაესტროს" სარჩელის განხილვა დასრულდა.
სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება 21 სექტემბრისთვის გადადო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს შეკითხვები დაუსვა. მოხდა მხარეებს შორის პაექრობა და მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების წარმომადგენლები. "მაესტრო" კომუნიკაციების კომისიის იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც უარი ეთქვა ლიცენზიის შეცვლაზე ან ახალი ლიცენზიის მინიჭებაზე. "მაესტრო" მოითხოვს, მიეცეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წარმოების და ტრანსლირების ლიცენზია.
XS
SM
MD
LG