5 წელი შესრულდა საქართველოში 2003 წლის ნოემბრის მოვლენებიდან, რომელთაც “ვარდების რევოლუციას” უწოდებენ.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წუხელ, სატელევიზიო მიმართვით წინასწარ მიულოცა თანამემამულეებს გიორგობა და ვარდების რევოლუციის მორიგი წლისთავი, მათ ერთიანობისაკენ მოუწოდა რუსეთისაგან კვლავაც მომდინარე საფრთხესთან გასამკლავებლად. დღეს კი პრეზიდენტი ესტუმრა ერთ-ერთ საწარმოს და მუშა-მოსამსახურეებს მიმართა, მათ მიულოცა გიორგობა, წარმატებები უსურვა. ამასთან, პრეზიდენტი შეეხო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც საქართველოსთვისაც, მისი თქმით, რთულ წელიწადს მოასწავებს. რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა: "საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს: საქართველო იყო მრავალგზის ოკუპირებული მრავალი იმპერიის მიერ. ზოგიერთი მათგანის სახელი ისტორიკოსებსაც კი ძნელად ახსენდებათ. და საქართველო ისევ არსებობს, ისინი აღარ არსებობენ. ის რაც ჩვენ გაგვიკეთეს, ეს ვერ შერჩება ვერასდროს ვერავის და არ შერჩენია არსად - მითუმეტეს 21-ე საუკუნეში!".