Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბაში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი


კუბაში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს ფიდელ კასტროს შეხვდა.

კუბაში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს ფიდელ კასტროს შეხვდა.
გუშინ კი, მედვედევის ჰავანაში ჩასვლის შემდეგ, გაიმართა მისი შეხვედრა ფიდელ კასტროს ძმასთან - ამჟამინდელ პრეზიდენტ რაულ კასტროსთან. კუბის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ორმა ლიდერმა გაიზიარა შეფასება, რომ მნიშვნელოვანია კუბასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამოცოცხლება - განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. კუბაში ვიზიტით მედვედევი ასრულებს ტურნეს ლათინურ ამერიკაში. ჰავანაში ის ვენესუელიდან ჩავიდა.
XS
SM
MD
LG