Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, მის


აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, მის რესპუბლიკაში ევროკავშირის მეთვალყურეები

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, მის რესპუბლიკაში ევროკავშირის მეთვალყურეები
საკუთარ მისიას ვერასდროს შეასრულებენ. სააგენტო ინტერფაქსს სერგეი ბაღაფშმა დღეს განუცხადა, რომ აფხაზეთში ევროკავშირის მისიის ყოფნას სარკოზი-მედვედევის შეთანხმება არ ითვალისწინებს. დე-ფაქტო პრეზიდენტმა მეთვალყურეებს მოუწოდა, შეწყვიტონ აფხაზეთში უკანონოდ შესვლის მცდელობები და თუკი სოხუმთან რაიმე საკითხის განხილვა სურთ, ვიზიტი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუთანხმონ. თავად ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია მუდმივად განმარტავს, რომ მისი მანდატი აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონსაც მოიცავს.
XS
SM
MD
LG