Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში


გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში გაეროს სამშვიდობო მისიის მუშაობის შედეგად მიღწეულია შეთანხმება

გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში გაეროს სამშვიდობო მისიის მუშაობის შედეგად მიღწეულია შეთანხმება
განდევნილი მოსახლეების დაბრუნების შესახებ. მიღებული ცნობების თანახმად, სოფლის მოსახლეობის ნაწილი უკვე დაბრუნდა კიდეც საკუთარ სახლებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ აფხაზებმა სასტიკად სცემეს და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ადგილობრივი მცხოვრები ირაკლი ბიგვავა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხა. ამავე ცნობის თანახმად, სეპარატისტებმა ოტობაიადან ასევე გამოდევნეს 50 ოჯახი, ხოლო რუსეთის საოკუპაციო ჯარმა გალის რაიონში დამატებით შეიყვანა მძიმე ტექნიკის 30 ერთეული. აფხაზთა მხარე უარყოფს გალის რაიონიდან ქართული ოჯახების განდევნისა და იქ რუსეთის სამხედრო ტექნიკის დამატებით შეყვანის ფაქტს. მისი მტკიცებით, ქართული მხარე განზრახ ძაბავს სიტუაციას რეგიონში. 2 მარტს აფხაზეთში უნდა ჩავიდეს შვეიცარიელი დილომატი ჰაიდი ტალიავინი, რომელიც ევროკავშირის აგვისტოს ომის გარემოებათა დამდგენ კომისიას ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG