Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში დღეს გამართული


ბრიუსელში დღეს გამართული,

ბრიუსელში დღეს გამართული,
ეუთოს და ევროკავშირის ეგრეთწოდებული “ტროიკის” შეხვედრის შემდეგ, ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისისმა განაცხადა, რომ ორივე ორგანიზაციამ, ევროკავშირმა და ეუთომ აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში. ბაკოიანისის თქმით, ეუთოს თებერვალის გადაწყვეტილება, გაუგრძელდეს მანდატი საქართველოში ეუთოს 20 შეუიარაღებელ სამხედრო მეთვალყურეს , მისი აზრით, იქ ეუთოს ყოფნის საჭიროების აღიარებაა. სამწუხაროა, თქვა მან, რომ ეუთოს მისია საქართველოში წყვეტს არსებობას, რადგან ვერ მიაღწიეს მანდატის გაგრძელებაზე კონსენსუსს. ახლა, კრიზისის პერიოდში, მისიის საქმიანობა, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საბერძნეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს საქართველოში ეუთოს ყოფნის თაობაზე კონსენსუსის მისაღწევად. ბრიუსელში “ტროიკის” შეხვედრაში ეუთოს და ევროკავშირის წარსული, ახლანდელი და მომავალი თავმჯდომარეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG