Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს აზერბაიჯანში რეფერენდუმი გაიმართა იმაზე


დღეს აზერბაიჯანში რეფერენდუმი გაიმართა იმაზე, გაუქმდეს თუ არა ქვეყანაში პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ორვადიანი ლიმიტი.

დღეს აზერბაიჯანში რეფერენდუმი გაიმართა იმაზე, გაუქმდეს თუ არა ქვეყანაში პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ორვადიანი ლიმიტი.
ოპოზიცია რეფერენდუმის ბოიკოტის მოწოდებით გამოვიდა. ის აცხადებს, რომ რეფერენდუმის მიზანია, საპრეზიდენტო ვადა განუსაზღვრელი ხნით გაუხანგრლივოს ილჰამ ალიევს. აზერბაიჯანის ხელისუფლება კი ამბობს, რომ იცავს დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ მისი ამოცანაა, ქვეყანა დაიცვას დესტაბილიზაციის მოსურნე ძალებისგან. ამომარჩევლებმა კენჭი უყარეს 29 საკონსტიტუციო ცვლილებას. მათ შორისაა მედიასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლებმაც, ოპოზიციის აზრით, მედიის თავისუფლების შემდგომ შეზღუდვას შეიძლება შეუწყოს ხელი. როგროც იტყობინებიან, რეფერენდუმში ამომრჩეველთა 64-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. მის შედეგებს დღეს ელიან.

XS
SM
MD
LG