Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა განაცხადა, რომ პენტაგონის მიერ


ჩინეთმა განაცხადა, რომ პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში,

ჩინეთმა განაცხადა, რომ პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში,
რომელშიც ჩინეთის მზარდ სამხედრო ძალაუფლებაზეა საუბარი, ამახინჯებს სინამდვილეს. შეერთებული შტატების თავადაცვის სამინისტროს ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც კონგრესს წარედგინა, კერძოდ ნათქვამია, რომ ჩინეთის სწრაფვამ, შექმნას მაღალტექნოლოგიური იარაღი, შესაძლოა ძალთა წონასწორობა დაარღვიოს აზიის რეგიონში. კერძოდ, საფრთხე შეუქმნას ტაივანს. პენტაგონის ცნობით, ჩინეთში წარმოებს მუშაობა ბირთვული, კოსმოსური და კიბერნეტიკული იარაღის სფეროში. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პენტაგონის დოკუმენტი ცივი ომის სულისკვეთებით არის დაწერილი და ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს.
XS
SM
MD
LG