პაკისტანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას სულ ცოტა ათი ადამიანი ემსხვერპლა, 25 დაიჭრა.
აფეთქება მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სასაზღვრო რაიონში, სადაც თალიბანის მომხრეები აქტიურობენ. დაღუპულთა უმრავლესობას წარმოადგენენ ადგილობრივ უხუცესთა საბჭოს წევრები, რომლებიც წინ აღუდგებოდნენ თალიბებს. ასევე პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში სავარაუდო მეამბოხის სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რაკეტები ამერიკის უპილოტო თვითმფრინავიდან იქნა გაშვებული.