Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონის მოსახლეობას კვლავ აფხაზური პასპორტების აღებას აიძულებენ


ხიდი მდინარე ენგურზე, რომელიც გალისა და ზუგდიდის რაიონებს აკავშირებს
ხიდი მდინარე ენგურზე, რომელიც გალისა და ზუგდიდის რაიონებს აკავშირებს
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში აფხაზთა სპეცრაზმი შევიდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, სპეცრაზმი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფს ემორჩილება და მხოლოდ მის ბრძანებას ასრულებს. საბერიოს ერთ-ერთმა მკვიდრმა მიამბო, რომ აფხაზმა სპეცრაზმელებმა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი სცემეს. მათგან ერთი, 20 წლის ადგილობრივი მცხოვრები, სასტიკად არის ნაცემი. სოფლელთა ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა მათ აფხაზური პასპორტების აღება მოსთხოვეს და განუმარტეს, რომ დოკუმენტის მისაღებად 20 აპრილამდე გალის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოფლიდან გასახლებით დაემუქრნენ.

ზუგდიდში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ, სოფელ საბერიოში აფხაზური სპეცრაზმის მიერ ქართული მოსახლეობის აწიოკების ფაქტი რადიო თავისუფლებას ჯერჯერობით არ დაუდასტურა.
XS
SM
MD
LG