Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია: საქართველო იქნება თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა


ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც დღეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს, რამდენიმე ათას მხარდამჭერთან ერთად გამართული მსვლელობების შემდეგ, პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. მანამდე მიტინგი გაიმართა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა სტაფილოები დატოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ორგანიზებულ მიტინგზე გამოსვლისას „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მოქალაქეები დემოკრატიული პრინციპებისთვის ერთად და მხოლოდ საკუთარი ძალით იბრძოლებენ. ალასანიამ ოკუპანტ ქვეყანას მიმართა და აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება მხოლოდ მისი ხალხის გადასაწყვეტია და ნურავის ექნება იმის იმედი, რომ შიდა პოლიტიკურ პროცესებს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. „საქართველო იქნება თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს თავისუფალ მედიას და სასამართლოს არ წაართმევს და ხალხის ნდობა ექნება“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG