Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო საქართველოში წვრთნას ჩაატარებს


ნატო აცხადებს, რომ მომავალ თვეში საქართველოში სამხედრო წვრთნას ჩაატარებს. გავრცელებულ განცხადებაში ალიანსი ამბობს, რომ წვრთნა 6 მაისიდან 1 ივნისამდე გასტანს, და მისი მიზანი ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და მათ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება იქნება. ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა, დმიტრი როგოზინმა გადაწყვეტილება წვრთნის ჩატარების შესახებ ”საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად” შეაფასა. როგოზინის თქმით, ეს წვრთნა აღიქმება როგორც ალიანსის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერა, და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ერთგვარი გამოწვევა.
XS
SM
MD
LG