Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგოზინი ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის ჩაშლით იმუქრება


რუსეთის ელჩი ნატოში დმიტრი როგოზინი აცხადებს, რომ რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან შეხვედრაში, თუკი ალიანსი არ შეცვლის გეგმას მომავალ თვეში საქართველოში სამხედრო წვრთნის ჩატარების შესახებ. ”თუკი არ იქნება რეაქცია, ჩვენ კონკრეტული ზომები უნდა მივიღოთ” - აცხადებს როგოზინი. ნატო აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარება აგვისტოს ომამდე იყო დაგეგმილი. სამხედრო წვრთნაში, რომელიც 6 მაისიდან 1 ივნისამდე უნდა გაიმართოს, 19 ქვეყნის 1300 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. 7 მაისს დაგეგმილია რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომის ფარგლებში ნატოს გენერალური შტაბის მეთაურებთან შეხვედრა. სწორედ ამ შეხვედრის ჩაშლით იმუქრება რუსეთის წარმომადგენელი.
XS
SM
MD
LG