Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივ მაუწყებელთან "სირცხვილის დერეფანი" ეწყობა


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებმა დღეს „სირცხვილის დერეფანი“ მოაწყვეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, „დერეფანი“ ყოველდღე მოეწყობა დილის ცხრიდან შუადღის 11 საათამდე.

“ვიდრე არ შევიკრიბებთი და მოვაწყობთ სირცხვილის კორიდორებს, ჟურნალისტები არ იგრძნობენ, რომ რეჟიმის მსახურება სირცხვილია. ყუბანეიშვილს არ მოვასვენებთ, ჟურნალისტებმა უნდა იგრძნონ საზოგადოების ზეწოლა“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
XS
SM
MD
LG