Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკური პარტიის წევრი ცრუ ბრალდებით დააკავეს


პოლიციამ რესპუბლიკური პარტიის წევრი ვანო ლომიძე დააკავა ცრუ ჩვენების ბრალდებით. სამშაბათს ლომიძემ განაცხადა, რომ ყვარელში თავს დაესხნენ უცნობი პირები, რომლებმაც შემდეგ ავტომანქანა დაუწვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვანო ლომიძემ საკუთარი დაზღვეული ავტომანქანა თავად დაწვა. სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
XS
SM
MD
LG