Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების ერთობლივად დაცვის შეთანხმებას მოაწერა ხელი


რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს საზღვრების ერთობლივად დაცვის შეთანხმებებს. ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს ორ დე-ფაქტო რესპუბლიკაში შეიქმნება სასაზღვრო სამმართველოები, რომლებსაც რუსეთის შესაბამისი სტრუქტურის ქვედანაყოფების სტატუსი ექნება. შეთანხმებებში ნათქვამია, რომ სამმართველოების შექმნამდე სოხუმი და ცხინვალი საკუთარი და რუსეთის უსაფრთხოების მიზნით, საზღვრების დაცვის უფლებამოსილებას რუს მესაზღვრეებს ანიჭებენ. დღესვე მედვედევის, ბაღაფშისა და კოკოითის თანდასწრებით უშიშროების სამსახურების თანამშრომლობის ხელშეკრულებებიც გაფორმდა. საქართველოს ხელისუფლება მოსკოვში ამ შეთანხმებათა ხელმოწერას რუსეთის კიდევ ერთ უკანონო მოქმედებად აფასებს და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ ნატოს ანონიმი წარმომადგენლის განცხადება, რომლის თანახმად, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილი შეთანხებები "აშკარად ეწინააღმდეგება 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებებს, რომლებიც ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული."
XS
SM
MD
LG