Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი შიმშილობას განაგრძობს


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია "ჟურნალისტები საზღვრების გარეშე" იტყობინება, რომ ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი ქალი, როქსანა საბერი მოკლე ხნით მოათავსეს საავადმყოფოში. საბერი, რომელიც იანვრის შემდეგ საპატიმროში იმყოფება, უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე შიმშილობს პროტესტის ნიშნად. 32 წლის საბერი პარასკევს გადაიყვანეს საპატიმროს საავადმყოფოში, საიდანაც ის ერთ დღეში გაათავისუფლეს მას მერე, რაც მან განაახლა წყლის სმა. აპრილში ირანის სასამართლომ საბერის რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. ვაშინგტონი ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და ჟურნალისტის განთავისუფლებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG