Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს ბრალდებას საქართველოში დაძაბულობასთან კავშირის შესახებ


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "სიცრუე" და "პროვოკაცია" უწოდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოს საზღვრებთან დამატებითი რუსული სამხედრო ძალის კონცენტრაციის შესახებ. სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედროები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ბაზებზე იმავე რაოდენობით იმყოფებიან, ისევე, როგორც შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო ხომალდები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ამ ნაწილებში არც გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადებულა. თბილისის ბრალდებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან მოსკოვის კავშირის შესახებ, პროვოკაცია უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
XS
SM
MD
LG