Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე 6-მა ქვეყანამ უარი თქვა


საქართველოში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს ეგიდით სამხედრო სწავლება იწყება. სომხეთმა საქართველოში დაგეგმილ ნატოს სწავლებებში მონაწილეობაზე გუშინ უარი განაცხადა. სომხეთის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის მიერ ინსპირირებული სამხედრო ამბოხის ჩახშობის შესახებ ცნობის გავრცელებას მოყვა. რუსული გაზეთის - ”ვედომოსტის” ცნობით, საქართველოში დაგეგმილ ნატოს სწავლებებში მონაწილეობა გადაიფიქრეს აგრეთვე - ესტონეთმა, ლატვიამ, ყაზახეთმა, მოლდავეთმა და სერბეთმა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო ამბოხის უპირველესი მიზანი ნატოს სწავლებების ჩაშლა იყო. რუსეთის ელჩი ნატოში დმიტრი როგოზინი ამ განცხადებას ”სიგიჟედ” აფასებს.
XS
SM
MD
LG