Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ევროკავშირის სამიტი იმართება


დღეს პრაღაში გაიხსნა ევროკავშირის სამიტი, რომელზეც სათავე დაედება “აღმოსავლეთთან პარტნიორობას”. შეხვედრა გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, მირეკ ტოპოლანეკმა. ინიციატივა გულისხმობს ექვს ქვეყანასთან - უკრაინასთან, მოლდავეთთან, ბელორუსიასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან - ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას.

სამიტში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. საქართველოს პრეზიდენტი დღეს შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს.

XS
SM
MD
LG