Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიბეტელმა ემიგრანტებმა ახალი პოლიტიკური ლიდერი აირჩიეს


ტიბეტელმა ემიგრანტებმა ახალ პოლიტიკურ ლიდერად აირჩიეს 43 წლის მეცნიერი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ლობსანგ სანგაი, რომელიც ტიბეტელ ემიგრანტთა მთავრობის პრემიერ-მინისტრი ხდება. ის დალაი ლამას ბევრ პოლიტიკურ ფუნქციას ჩაიბარებს. ლოსანგ სანგაი ინდოეთშია დაბადებული და პირველი ტიბეტელია, რომელმაც ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ათასობით ტიბეტელმა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა 20 მარტს გამართულ კენჭისყრაში, რომელსაც უნდა განესაზღვრა პრემიერ-მინისტრის, ისევე როგორც ემიგრანტთა პარლამენტის წევრთა ვინაობა. ტიბეტელ ემიგრანტთა მთავრობის შტაბ-ბინა ინდოეთშია განთავსებული. მის ლეგიტიმურობას არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს.
XS
SM
MD
LG