Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როქსანა საბერი ირანის სასამართლომ ციხიდან გაუშვა


ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი როქსანა საბერი თეირანის ციხიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ირანის სასამართლომ მისი პატიმრობის ვადა შეამცირა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. საბერის თავდაპირველად ბრალი ედებოდა აშშ-ს სასარგებლოდ ჯაშუშობაში და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მისმა ადვოკატმა სალეჰ ნიკბახტმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საბერიმ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ირანი და ხუთი წლის მანძილზე ეკრძალება ირანში ჟურნალისტური საქმიანობა. თეთრი სახლი მიესალმება თეირანის ”ჰუმანიტარულ” ჟესტს.
XS
SM
MD
LG