Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მზად არის, ხელისუფლებასთან დიალოგი განაგრძოს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტისგან შეთავაზებული მოლაპარაკების შემდეგ, კიდევ ერთი კონსულტაცია გამართეს. მისი დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიცია მზად არიის კრიზისის დაძლევის შესახებ ხელისუფლებასთან დიალოგი განაგრძოს, თუ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი მდგომარეობის ადეკვატური გახდება და ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისს რეალურად აღიქვამს. ზურაბიშვილის შეფასებით, გუშინდელი შეხვედრის ფორმა და ხელისუფლების პასუხი ადეკვატური არ ყოფილა.

„ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის გუშინდელი შეუთანხმებლობის მიუხედავად, დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ალასანიამ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ამდენხანს ვერ მოხერხდა შექმნა ისეთი პოლიტიკური პროცესისა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას დაანახებდა. „თუმცა, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ, რომ ხელისუფლებამ კარგად გაიაზროს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები და კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიება დავიწყოთ“ - განაცხადა დღეს ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება სტაბილურობის ძალით დამყარებას გადაწყვეტს, ეს ნებისმიერი დიალოგის შესაძლებლობას ჩაშლის და ხელისუფლებისადმი საზოგადოების უნდობლობას კიდევ უფრო გაამძაფრებს
XS
SM
MD
LG