Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი საპროტესტო გამოსვლებზე საუბრობს


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ხალხის გარკვეული ნაწილი პროტესტს გამოთქვამს. თბილისის ერთ-ერთი სკოლაში მოსწავლეებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კონკურენტს ლევან გაჩეჩილაძეს 700 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, და ახლა გულისწყრობას ამ ხალხის ნაწილი გამოხატავს. ამასთან, სააკაშვილმა უკმაყოფილების მნიშვნელოვან მიზეზებად სოციალური გაჭირვება, და რეფორმების შედეგად ხალხის სამსახურებიდან დათხოვნა დაასახელა.
XS
SM
MD
LG