Accessibility links

ციკლონმა აილამ 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


200-მდე ადამიანი დაიღუპა ბანგლადეშსა და აღმოსავლეთ ინდოეთში, რომლებსაც ციკლონმა აილამ გადაუარა. მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. ბანგლადეშში დაღუპულთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც მაშველებმა დღეს ათობით გვამი ამოიღეს წყლიდან. ინდოეთში დაღუპულთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 64-ს შეადგენს. ციკლონი აილა ბანგლადეშსა და აღმოსავლეთ ინდოეთს ორშაბათს დაატყდა თავს. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG