Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაულ ხაჯიმბამ დაადასტურა, რომ თანამდებობიდან გადადგა


აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ თანამდებობიდან გადადგა. სოხუმში ჟურნალისტებთან საუბრისას ხაჯიმბამ არ გამორიცხა, რომ გადადგომის შემდეგ კვლავ პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობს. რაულ ხაჯიმბას შეფასებით, აფხაზეთის ხელისუფლებაში დღეს ღრმა კრიზისია. სააგენტო „ინტერფაქსს“ მოჰყავს ხაჯიმბას კიდევ ერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ადგილობრივი ოპოზიციისადმი სოხუმის ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას არ ეთანხმება.
XS
SM
MD
LG