Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომში შეხვდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკო ფრატინის. ფრანს პრესის სააგენტოს ცნობით, სააკაშვილი, რომელიც იტალიაში კერძო ვიზიტით იმყოფება, თავისი წიგნის - “გესაუბრებით თავისუფლებაზე” - პრეზენტაციას ახდენს. “მაშინ, როცა ჩვენ ევროპისკენ მოვემართებით, ევროპა საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული”, განაცხადა საქართველოს ლიდერმა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, “ძნელია კარზე ჩვენი კაკუნი გაიგონო, როცა შიგნით ასეთი ხმაურია.” პრესკონფერენცია სააკაშვილმა და ფრატინიმ ერთობლივად გამართეს.
XS
SM
MD
LG