Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუანტანამოდან შეერთებულ შტატებში პირველი პატიმარი ჩაიყვანეს


შეერთებულ შტატებში გუანტანამოს სამხედრო ბაზიდან ჩაიყვანეს ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირველი პატიმარი, ტანზანიელი აჰმად ხალფან გაილანი. ახლა ის ნიუ იორკის სამოქალაქო სასამართლოს წინაშე წარდგება. გაილანის ბრალად ედება მონაწილეობა 1998 წელს, აფრიკის ქვეყნებში შეერთებული შტატების საელჩოებზე მიტანილი იერიშების ორგანიზებაში. იგი პაკისტანში დააპატიმრეს 2004 წელს, ხოლო 2006-ში გუანტანამოში გადაიყვანეს. გაილანის სასამართლო პროცესს განიხილავენ პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინადადების ერთგვარ შემოწმებად - წინადადებისა, რომელიც გუანტანამოს ციხის დახურვას ითვალისწინებს. ამ გეგმის თანახმად, ციხის პატიმართა ნაწილი სასამართლოს წინაშე შეერთებულ შტატებში წარდგება.
XS
SM
MD
LG